VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
პირველი ნახევარფინალისგან განსხვავებით, გორული მატჩი აშკარად მოიკოჭლებდა გნებავთ სანახაობის, გნებავთ თამაშის ტემპის თუ საგოლე მომენტების მხრივ.
რომ არა ტორპედოელთა იღბლიანი შეტევა, დიდი ალბათობით ფინალისტის ბედს პენალტების სერია გადაწყვეტდა, მაგრამ 73-ე წუთზე მოხდა ის, რაც ალბათ უფრო ლოგიკური იყო…
“ტორპედო” უფრო გუნდური და ორგანიზებული ჩანდა, ვიდრე “დილა”, რომელსაც ახალი მწვრთნელი ჰყავს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ წინ არის ადაპტაციის და ახალი ხედვების დანერგვის პროცესი…
მოკლედ, ფინალისტები ცნობილია, სუპერთასის გამარჯვებული კი 1 ივლისს გამოვლიდნება “იბერიასა” და “ტორპედოს” დაპირისპირებაში, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20 საათზე დაიწყება.
იმავე დღეს და იმავე დროს არის დანიშნული მე-3 ადგილისთვის მატჩი, რომელშიც გორის “დილა” თბილისის “დინამოს” უმასპინძლებს.
დილა-ტორპედო 0:1
0:1 მამუჩაშვილი (73, დეისაძის პასით)
დილა: სანიკიძე, კიკაბიძე (სანიანგი 78), არაუჟო, კანტე (კუაკუ 85), ჯალაღონია, ანოფი, გოგობერიშვილი (კობახიძე 78), ტალი (მუსელიანი 78), ოლატუნჯი, მენთეშაშვილი, ფარულავა (შეყილაძე 64)
ტორპედო: გოშაძე, ვარლეი, მანე, შიმიჩი, კუპრავა, სკორუპი (ფრიდონიშვილი 77), მამუჩაშვილი, ბუკია, არაბიძე, პირესი (ჩერიფი 87), ანდრიჩი (დეისაძე 49)
არბიტრი: ალეკო აფციაური