VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 3-1 სპაერი. პირველად ამ სეზონში…14:40/16-06-2026+-წაგებათა სერიის შემდეგ “დილამ”, როგორც იქნა, მოიგო და გაახარა ის მცირეოდენი მაყურებელი, რომელმაც თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ძალიან იკლო. ეს ზუსტი ინდიკატორია გორელთა სადღეისო მდგომარეობის. “დილამ” წლეულს ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა, რაც იმედს იძლევა მოახლოებული ევროთასების წინ. სხვათა შორის, ეს იყო პირველი მატჩი მიმდინარე ჩემპიონატში, როცა გორულმა კლუბმა ერთ მატჩში 3 გოლი გაიტანა. განსაკუთრებით აღსანიშნავია გამარჯვებაში ლაშა მენთეშაშვილის წვლილი. მთელ რიგ ეპიზოდებში გორელებმა მწყობრი, კომბინაციური ფეხბურთი ითამაშეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. მომდევნო ტურში “დილა” “რუსთავს” უმასპინძლებს (22 ივნისი), ხოლო “სპაერი” იმავე დღეს “ტორპედოს” ესტუმრება. ამის შემდეგ ჩემპიონატში 8 აგვისტომდე პაუზა გამოცხადდება. დილა-სპაერი 3:1 1:0 მენთეშაშვილი (14), 1:1 ცალუღელაშვილი (44, ცეცხლაძის პასით), 2:1 მენთეშაშვილი (65, ბოანსის პასით), 3:1 ოლატუნჯი (82, ჯალაღონიას პასით) დილა: კერესელიძე, სანიანგი, არაუჟო, კომპაორე, ჯალაღონია (კობახიძე 86), ოლატუნჯი, კანტე (გოგობერიშვილი 80), ანოფი, მენთეშაშვილი (ტალი 86), ბოანსი (კუაკუ 80), შეყილაძე (მუსელიანი 74) სპაერი: ფუტკარაძე, ჩაგუნავა (ძნელაძე 85), კენჭაძე, ბუნტური, მატენჯვა (ბასილაშვილი 73), ცალუღელაშვილი (ფონიავა 73), ასკურავა, ცირდავა, გოლუბიანი (ქაჩიბაია 84), გეგიაძე (გორდეზიანი 84), ცეცხლაძე არბიტრი: ირაკლი შენგელიათეგები:დილაეროვნული ლიგასპაერი(0) / (0)კომენტარები0კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა დაამატე კომენტარი თქვენი კომენტარი მიღებულიაასევე დაგაინტერესებთ