← მთავარი
სპორტი

„დილა” ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს — ჯერ-ჯერობით სოღოლაშვილი ხელმძღვანელობს”

10 მაისი, 2026 · წყარო: lelo.ge

გამართლდა „ლელოს” მიერ მოპოვებული ინფორმაცია — გორის „დილა” გაემშვიდობა იტალიელ მთავარ მწვრთნელს დიეგო ლონგოს. ჩვენი ინფორმაციით, გუნდს, დიდი ალბათობით, კვლავ უცხოელი სპეციალისტი გაწვრთნის.

„დილამ” რამდენიმე ვარიანტი განიხილა, მათ შორის კონტაქტი ჰქონდა ლევან კორღალიძესა და გია გეგუჩაძესთან, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე რეალური ვარიანტი უცხოელი მწვრთნელია.

„მეშახტესთან” მატჩში კი გუნდს „დილას” სამწვრთნელო შტაბის წევრი, ახლო წარსულის ცნობილი მეკარე რამაზ სოღოლაშვილი მართავს.

← მთავარი