“დილამ” კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შინ 3:1 დაამარცხა სან მარინოს “ვირტუსი”. გორელები უკვე მე-3 წუთის შემდეგ აგებდნენ, თუმცა მალევე შემოატრიალეს თამაში შოთა შეყილაძის (საგოლე პასიც მიითვალა), ბლენქსონ ანოფისა და მოჰამედ კანტეს გოლებით.
სამწუხაროდ, გასაგები მიზეზების გამო, ამ მომენტისთვის მხოლოდ მესამე გოლის ვიდეოს გთავაზობთ და ისიც არცთუ კარგი ხარისხით…
ვრცლად მოგვიანებით…