სპორტი
ეროვნული ლიგა: „სამგურალმა” გორში „დილა” 3:2 დაამარცხა — „დილა” გასავარდნ ზონაში
„სამგურალი” ფორმაშია: წინა ტურში ჩემპიონ „იბერია” გაანადგურა, ახლა კი გორში ვიცე-ჩემპიონ „დილასაც” მოერია — 3:2. გადამწყვეტი კვლავ სებოლინია-ველისოლის ტანდემი გახდა.
„დილამ” მატჩის დიდ ნაწილში თამაში კარგად წარმართა, ორჯერ წინაც გავიდა, მაგრამ დაცვაში გაწეულმა შეცდომებმა ბედი გადასწია. ვინისიუსმა 90-ე წუთზე „სამგურალს” სამი ქულა მიანიჭა.
გოლები: ანოფი (15’), ველისოლი (43’, პენ.), შეყილაძე (45+4’), სებოლინია (55’), ვინისიუსი (90’).
ამ მარცხის შემდეგ „დილა” გასავარდნ ზონაში ჩავარდა. „სამგურალმა” სამი პოზიციით წამოვიდა ზევით — თუმცა ტური ჯერ დასრულებული არ არის. სანაკრებო პაუზის შემდეგ, 13 ივნისს, „სამგურალი” „ტორპედოს” უმასპინძლება, ხოლო „დილა” ბათუმის „დინამოს” ეახლება.