← მთავარი
სპორტი

დილას ბერძენი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში

22 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
დილას ბერძენი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში

“დილას” მწვრთნელად დიამანტის ვავალისი დანიშნეს, - იტყობინება გორული კლუბის პრესსამსახური:

“დილას” 40 წლის ბერძენი სპეციალისტი დიამანტის ვავალისი გაწვრთნის. ახალგაზრდა სპეციალისტს მთავარი მწვრთნელის რანგში ნამუშევარი აქვს ყაზახურ “ჟენისსა” და ბულგარეთის უმაღლესი ლიგის კლუბ “მონტანაში”. მთავარ მწვრთნელად დანიშვნამდე კი იგი, ასისტენტ მწვრთნელად საბერძნეთის მთავარ ლიგაში, შემდეგ კლუბებში მუშაობდა: “ლამია”, “პანსერაიკოსი”, “ათრომიტოსი”, “არისი” და “ასტერასი”.

ახალი მთავარი მწვრთნელი კლუბში სამწვრთნელო პროცესს “რუსთავთან” მე-19 ტურის მატჩის შემდეგ შეუდგება. გუნდში მას ქართველი ასისტენტი ლუკა ხომასურიძე ეყოლება. მოხარულები ვართ მათი მოსვლით ჩვენს კლუბში და წარმატებებს ვუსურვებთ “დილასთან” ერთად”.თეგები:დილადიამანტის ვავალისი(1) / (0)

← მთავარი