← მთავარი
საზოგადოება

10 ყველაზე გრძელი მდინარე საქართველოში

23 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
10 ყველაზე გრძელი მდინარე საქართველოში

გარემოს სტატისტიკის პორტალის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე გრძელი მდინარე ალაზანია, სიგრძით, 362 კილომეტრი.

მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონში ჩამოედინება. მისი აუზის ფართობი 11 800 კვადრატული კილომეტრია და კასპიის ზღვის აუზს მიეკუთვნება. მდინარე ძირითადად გამოიყენება ირიგაციისა და სოფლის მეურნეობის დანიშნულებით . გთავაზობთ საქართველოში 10 ყველაზე გრძელი მდინარის ჩამონათვალს:

ალაზანი - 362 კმ (კახეთი); რიონი 327 კმ (კავკასიონიდან შავ ზღვამდე); მტკვარი - 326 კმ (თურქეთიდან აზერბაიჯანამდე); იორი - 320 კმ (დიდი კავკასიონიდან აზერბაიჯანამდე); ენგური - 213 კმ ( კავკასიონის მთებიდან შავ ზღვამდე); ქცია-ხრამი 201 კმ (თრიალეთის ქედიდან მტკვრამდე); ცხენისწყალი - 176 კმ (რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონი); ხობი - 150 კმ (სამეგრელოდან შავ ზღვამდე); ყვირილა - 140 კმ (იმერეთი); ალგეთი - 118 კმ (ქვემო ქართლი).

წყარო იხილეთ ასევე:

10 სოფელი საქართველოში, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს

← მთავარი