საზოგადოება
სოფელ დიდგორთან ავტოკატასტროფაში 5 ადამიანი დაიღუპა, ავტომობილი ხევში გადავარდა
სოფელ დიდგორის მიმდებარე ავტოგზაზე ღამის საათებში ავტომობილი სიმაღლიდან ხევში გადავარდა — შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.