"მონტელამ მოგვილოცა" - დემირალი მუნდიალზე ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ
პარაგვაისთან მარცხის შემდეგ, თურქეთის ნაკრებმა მუნდიალის პლეი-ოფში გასვლის ყველანაირი შანსი დაკარგა.
თურქეთის ნაკრების ცენტრალური მცველის, მერიჰ დემირალის თქმით, გუნდის მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა შედეგით იმედგაცრუებულია, თუმცა საკუთარ ფეხბურთელებს მუნდიალზე ასპარეზობა მიულოცა.
“მონტელამ მოგვილოცა, მაგრამ ამავდროულად იმედგაცრუებულია. გუნდის ბრძოლისუნარიანობით კმაყოფილია - ორ მატჩში მეტოქეს 75-ჯერ დავურტყით, უბრალოდ ბურთი კარში არ შევიდა”, - დემირალის სიტყვებს TRT Spor-ი ციტირებს.
D ჯგუფიდან პირველი ადგილით ოფიციალურად გავიდა აშშ-ის ნაკრები, ხოლო თურქეთი ბოლო პოზიციაზეა. მეორე ადგილისთვის პარაგვაი და ავსტრალია იბრძოლებენ.
26 ივნისს, ბოლო მესამე ტურში აშშ თურქეთს, პარაგვაი კი ავსტრალიას შეხვდება.თეგები:ვინჩენცო მონტელათურქეთის ნაკრებიმერიჰ დემირალი(1) / (0)