← მთავარი
სპორტი

დემიკელისი ბუნდესლიგაში მიდის - მისი ახალი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს

13 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
დემიკელისი ბუნდესლიგაში მიდის - მისი ახალი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბუნდესლიგის ბინადარი “ლაიფციგი” უახლოეს დღეებში გუნდის მთავარი მწვრთნელის ოლე ვერნერის დათხოვნის შესახებ გვაუწყებს და კლუბს მისი შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავს.    გერმანული გუნდი ვერნერის შემცვლელად ამჟამად “მალიორკაში” მომუშავე 45 წლის არგენტინელ მარტინ დემიკელისს განიხილავს, რომელთანაც მოლაპარაკებები დაწყებულია და წესით, შეთანხმებას წინ ვეღარაფერი უნდა დაუდგეს.    აღსანიშნავია, რომ დემიკელისის ხელმძღვანელობით “მალიორკა” ლა ლიგიდან გავარდა. რაც შეეხება “ლაიფციგს”, კლუბმა გასულ სეზონში ბუნდესლიგაში მე-3 ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. თეგები:მალიორკარივერ პლეიტიმარტინ დემიკელისილაიფციგიოლე ვერნერი(0) / (0)

← მთავარი