← მთავარი
სპორტი

დემეტრაშვილის ვერცხლი და სულამანიძის ბრინჯაო ულანბატორის გრანდ სლემზე

22 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
დემეტრაშვილის ვერცხლი და სულამანიძის ბრინჯაო ულანბატორის გრანდ სლემზე

ულანბატორის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს ირაკლი დემეტრაშვილმა (+100 კგ) ვერცხლის, ილია სულამანიძემ კი (100 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ირაკლი დემეტრაშვილმა ნახევარფინალში ნიდერლანდელი სპაიკერსი დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ბრძოლაში კორეელ კიმთან დამარცხდა.

რაც შეეხება სულამანიძეს, ილიამ ჯერ ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი დაამარცხა, შემდეგ თურქმენ გაჯანოვს სძლია, მეოთხედფინალში რუს სარგის ადამიანთან წაგების შემდეგ რეპეშაჟში ყაზახ ბაიკამუროვს სძლია. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ილიას მეტოქე ასპარეზობიდან ჩაეხსნა.თეგები:ილია სულამანიძეირაკლი დემეტრაშვილი(0) / (1)

← მთავარი