სპორტი
დემბელე ტრავმირდა — ემუქრება თუ არა ფრანგ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამოტოვება
ლიგა 1-ის მე-34 ტურში „პარიზთან” 1:2 დამარცხებისას, პსჟ-ს ფორვარდ უსმან დემბელეს კუნთოვანი ტრავმა შეეხო. 28-ე წუთზე მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ის ჩაანაცვლა.
„დემბელემ მცირე ტრავმა მიიღო და გადავწყვიტეთ, შეგვეცვალა. ვფიქრობ, სერიოზული არაფერია — ყველაფერს დეტალურად ვნახავთ,” — განაცხადა ენრიკემ.
30 მაისს ბუდაპეშტში ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ „არსენალს” დაუპირისპირდება. ფინალამდე 12 დღით ადრე მიღებული ტრავმა გუნდს ძირითადი ფორვარდის გამოკლების რისკს უქმნის.