[VIDEOS] დემბელეს ჰეთ-თრიკი - საფრანგეთმა გადახალისებულ ნორვეგიას სძლია და ჯგუფიდან ქულათ მაქსიმუმით გავიდა
მსოფლიო ჩემპიონატზე, I ჯგუფში ბოლო მესამე ტური ჩატარდა.
საფრანგეთმა ნორვეგია 4:1 დაამარცხა და 9 ქულით ჯგუფში გამარჯვებული გახდა. ნორვეგიამ 6 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.
დემბელემ ჰეთ-თრიკი შეასრულა. მას 1 მატჩში 3 გოლი ბოლოს პსჟ-ში წელიწადნახევრის წინ ჰქონდა გატანილი.
ნორვეგია მოედანზე სასტარტო შემადგენლობის 10 ფეხბურთელის გარეშე გავიდა, საფრანგეთის ნაკრებს კი მწვრთნელმა დეშამმა დედის გარდაცვალების გამო ვერ უხელმძღვანელა. ფიფამ ფრანგ ფეხბურთელებს შავი სამკლავურების გაკეთების უფლება არ მისცა.
ფოქსბორო. „ჯილეტ სთედიუმი“ ნორვეგია - საფრანგეთი 1:4 გოლები: 0:1 დემბელე (7), 0:2 დემბელე (20), 1:2 ოსგორი (21), 1:3 დემბელე (32), 1:4 დუე (90+4) გამოუყენებელი პენალტი: ლარსენი (50, ნორვეგია)
სენეგალმა ერაყს 5:0 მოუგო, 3 ქულით მესამე პოზიციაზე გავიდა და პლეი-ოფში მოხვედრის შანსი აქვს.
ტორონტო. „ბიმო ფილდი“ სენეგალი - ერაყი 5:0 გოლები: 1:0 დიარა (4), 2:0 სარი (56), 3:0 გუიე (59), 4:0 გუიე (71), 5:0 ნდიაი (82) გაძევება: სულაკა (13, ერაყი)
- მბაპემ 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 4 გოლი და 2 საგოლე პასია.
- დემბელემ ბოლო 2 მატჩში 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.