← მთავარი
სპორტი

დევისის თასი: საქართველოს ნაკრები 8-14 ივნისს მოლდოვაში ითამაშებს

3 ივნისი, 2026 · წყარო: lelo.ge
დევისის თასი: საქართველოს ნაკრები 8-14 ივნისს მოლდოვაში ითამაშებს

8-14 ივნისს მოლდოვა ჩოგბურთელ ვაჟთა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის — დევისის თასის — გათამაშებას უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრები ევროპის ზონის III ჯგუფში შვიდ სხვა ქვეყანასთან ასპარეზობს: აზერბაიჯანი, ირლანდია, კოსოვო, ლატვია, მოლდოვა, მონტენეგრო და ჩრდილოეთ მაკედონია. გუნდის შემადგენლობაა: საბა ფურცელაძე, ალექსანდრე ბაქში, ალექსანდრე შვანგირაძე, ნიკა ბიძინაშვილი; კაპიტანი — დავით კვერნაძე.

← მთავარი