„მე ასე გეუბნები!” — დე ლაურენტისი და კონტე პრესკონფერენციაზე საჯაროდ შეუბრამდნენ
„ნაპოლი” სეზონს მეორე ადგილით ასრულებს — ბოლო ტურში „უდინეზე” 1:0 დამარცხდა. „ინტერი” 11 ქულით წინ გარბის. ეს ანტონიო კონტეს „ნაპოლის” მთავარი მწვრთნელის სახელით ბოლო მატჩი იყო — ის კლუბს ტოვებს.
შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისსა და კონტეს შორის ჟურნალისტების თვალწინ გამართა:
— დე ლაურენტისი: ტრავმები რომ არა, სერია A-ს ისევ მარტივად მოიგებდით.
— კონტე: სულაც არა.
— დე ლაურენტისი: კარგი, რას იძახი? მე ასე გეუბნები.
— კონტე: სრულიად არ გეთანხმები. „ინტერს” უნდა ვცეთ პატივი — ეს შესანიშნავი გუნდია. შარშან ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ, წელს კი კიდევ უფრო გაძლიერდნენ და ჩემპიონობაც დაიმსახურეს.
— დე ლაურენტისი: კი მაგრამ, „ინტერმა” ევროასპარეზობაზე შარშანდელზე უარესი შედეგი აჩვენა.
— კონტე: ჩვენზე უკეთესი შედეგი ჰქონდათ. ბოდიში, მაგრამ ასეთ რაღაცებზე მიზეზების ძებნა არ მიყვარს. „ინტერმა” დაიმსახურა ჩემპიონობა — ტრავმებით თუ ტრავმების გარეშე.
„ნაპოლი” „ინტერს” საჩემპიონო რბოლაში 11 ქულით ჩამორჩა.