“ნაპოლის” ვეტერანი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი ამ ზაფხულს კლუბს არ შეიცვლის, ამის შესახებ ინფორმაციას Corriere dello Sport ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “პარტენოპეის” ახალი მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი დე ბრუინს გუნდისთვის საკვანძო ფეხბურთელად მიიჩნევს.
შეგახსენებთ, დე ბრუინს “ნაპოლის” წინა მწვრთნელთან, ანტონიო კონტესთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა და ბელგიელი იტალიელის ზედმეტად დაცვით სათამაშო სტილს აკრიტიკებდა.
კევინს “პარტენოპეისთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს.