საზოგადოება
ტრაგედია სოხუმში - 13 წლის დავით გაბისონია ზღვაში დაიხრჩო
3 ივლისს სოხუმში, მაიაკის რაიონში, 13 წლის დავით გაბისონია ზღვაში დაიხრჩო.
აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინება დაახლოებით 17:50 საათზე შევიდა. დამსვენებლებმა ნაპირზე მოზარდის ნივთები შენიშნეს, თავად ბიჭი კი დიდი ხნის განმავლობაში აღარ გამოჩენილა.
ადგილზე მალევე გამოცხადდნენ მაშველები და მყვინთავები. წყალქვეშა ძებნის შედეგად მოზარდის ცხედარი იპოვეს — ექიმების თქმით, მას სიცოცხლის ნიშნები აღარ აღენიშნებოდა.
შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.