← მთავარი
სპორტი

დავითაშვილი და "ატალანტა": არის რვანიშნიანი შეთავაზება! | Lelo.Ge

10 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
დავითაშვილი და

Peuple-Vert.fr-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების შემტევის, ზურიკო დავითაშვილის გადაბირება ახლა “ატალანტამ” მოინდომა. წყაროს ცნობით, ინტერესი ძალიან სერიოზულია და ბერგამოული კლუბი ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

თავის მხრივ, “სენტ ეტიენი” არ ჩქარობს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ სერია A-ს კლუბის მხარის ინტერესი იმდენად რეალურია, ტრანსფერის ალბათობას იზრდება. თანაც, ფრანგულ მხარეს საფიქრალი მოემატა, რადგან “ატალანტას” მიერ შეთავაზებული თანხა 8-ნიშან ციფრს მოიცავს.

დავითაშვილის მიმართ ინტერესს სხვა არაერთი კლუბი იჩენს და ამაზე ადრეც ვწერდით. “ატალანტას” ვარიანტი კი სრულიად ახალია. ლომბარდიული კლუბი ახლახან მაურიციო სარიმ ჩაიბარა, ვისი მიდრეკილებაც შემტევი ფეხბურთის მიმართ ყველასთვის ცნობილია.

← მთავარი