← მთავარი
სპორტი

დავითაშვილის „სენტ-ეტიენი” პლეი-ოფში „ნიცას” დაუპირისპირდება — მატჩები 26 და 29 მაისს

19 მაისი, 2026 · წყარო: sportall.ge
დავითაშვილის „სენტ-ეტიენი” პლეი-ოფში „ნიცას” დაუპირისპირდება — მატჩები 26 და 29 მაისს

ლიგა 1-ის სარელეგაციო პლეი-ოფში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი” ლიგა 1-ში მე-16 ადგილზე დასრულებულ „ნიცას” შეხვდება. პირველი მატჩი 26 მაისს სენტ-ეტიენში, საპასუხო კი 29 მაისს ნიცაში გაიმართება.

თავდაპირველად მატჩები 22 და 25 მაისს იყო დაგეგმილი, მაგრამ ვინაიდან „ნიცა” კუბოს ფინალში გავიდა და 22 მაისს „ლანსს” დაუპირისპირდება, შეხვედრების თარიღი გადაიტანეს.

საპასუხო მატჩის ჩატარება კი სირთულეებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული — „ნიცამ” შეიძლება „სენტ-ეტიენთან” ცარიელ სტადიონზე ითამაშოს. მიზეზი: გუშინ „მეცთან” მატჩის შემდეგ „ნიცას” გულშემატკივრებმა სტადიონზე არეულობა მოაწყვეს. სადისციპლინო კომისია საკითხს 27 მაისს განიხილავს.

← მთავარი