სპორტი
ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის „ლიგა 2”-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა”
ქართველი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის „ლიგა 2”-ის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. დავითაშვილი ასევე სეზონის სიმბოლური გუნდის შემადგენლობაში მოხვდა.
„სენტ-ეტიენის” მაისურით „ლიგა 2”-ში 29 მატჩში ჩართვისას ქართველმა შემტევმა 14 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.