← მთავარი
სპორტი

ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

11 მაისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

„სენტ-ეტიენის” ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა ლიგა 2-ში და სიმბოლური ნაკრებიც გაუვიდა. სეზონის განმავლობაში მან ყველა ტურნირზე 30 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

„სენტ-ეტიენი” ლიგა 1-ში დასაბრუნებლად პლეი-ოფში გააგრძელებს ბრძოლას. ქართველი ფეხბურთელის გადასაყვანად რამდენიმე კლუბი ეჯიბრება — „ბეშიქთაში” 20 მილიონ ევროზე მეტის გადახდაზე მზადაა.

← მთავარი