სპორტი
ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
„სენტ-ეტიენის” ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და ლიგის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანეს.
ამ სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით, დავითაშვილმა 30 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 5 გოლგამომწვევი გადაცემა გააკეთა. „სენტ-ეტიენი” ელიტა ლიგაში — ლიგა 1-ში — დასაბრუნებლად პლეი-ოფს გაივლის.
თუმცა ზურიკოს მომავალი „სენტ-ეტიენში” ჯერ კიდევ გაურკვეველია — რამდენიმე კლუბი ქართველის გადაყვანით დაინტერესებულია. ცნობებით, „ბეშიქთაში” 20 მილიონ ევროზე მეტის გადახდაზეც კი მზადაა.