სპორტი
დავითაშვილი გოლით და საგოლე პასით დაბრუნდა — „სენტ-ეტიენი” ლიგა 1-ში პლეი-ოფს ელოდება”
ლიგა 2-ის საბოლოო ტურში „სენტ-ეტიენმა” საკუთარ მოედანზე „ამიენი” 5:0 დაამარცხა — ზედიზედ სამი წაგების შემდეგ პირველი გამარჯვება. ქართველი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი ტრავმის გამო გამოტოვებული წინა მატჩის შემდეგ, 56-ე წუთზე შემოვიდა, გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა. Flashscore-მა 8.3, Sofascore-მა 8.0 მისცა.
ამ სეზონში, ყველა ტურნირზე, დავითაშვილს 30 მატჩში 15 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს.
„სენტ-ეტიენი” ჩემპიონატს 60 ქულით მეორე ადგილზე ასრულებს. კლუბს ლიგა 1-ში ასვლისთვის სავარაუდოდ პლეი-ოფში მოუწევს ბრძოლა.
სკორი: სენტ-ეტიენი — ამიენი 5:0 (გოლები: დუფუსი 7’, 40’; დავითაშვილი 69’; სტასინი 82’; მუეფეკი 85’)