← მთავარი
სპორტი

„ბეშიქთაში” 20 მილიონ ევროზე მეტს გადაიხდის დავითაშვილისთვის — კლუბის პრეზიდენტი შეთავაზებას ადასტურებს”

10 მაისი, 2026 · წყარო: sportall.ge
„ბეშიქთაში” 20 მილიონ ევროზე მეტს გადაიხდის დავითაშვილისთვის — კლუბის პრეზიდენტი შეთავაზებას ადასტურებს”

„ბეშიქთაში” ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ისევ შეეცდება „სენტ-ეტიენის” ნახევარმცველ ზურიკო დავითაშვილის შეძენას. თურქული გამოცემა Sabah-ი წერს, რომ სტამბოლური კლუბის პრეზიდენტი სერდალ ადალი მზადაა ტრანსფერისთვის 20 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადოს.

ამ სეზონში დავითაშვილს ყველა ტურნირზე 30 მატჩში 15 გოლი გაუტანია და 5 საგოლე გადაცემა გაუკეთებია. „სენტ-ეტიენს” ლიგა 1-ში გადასასვლელად პლეი-ოფი ელის.

„ბეშიქთაში” იმედოვნებს, რომ ქართველი ფეხბურთელი შეთავაზებას დათანხმდება.

← მთავარი