← მთავარი
სპორტი

ჩოგბურთი. დევისის თასი: მასპინძლებთან მშრალი ანგარიშით დამარცხდნენ

12 ივნისი, 2026 · წყარო: lelo.ge
ჩოგბურთი. დევისის თასი: მასპინძლებთან მშრალი ანგარიშით დამარცხდნენ

მოლდოვაში გრძელდება დევისის თასის ევროპის ზონის III ჯგუფის გათამაშება ორ ჯგუფში განთესილი რვა გუნდის მონაწილეობით. 11 ივნისს საქართველოს ნაკრებმა (საბა ფურცელაძე, ალექსანდრე ბაკში, ალექსანდრე შვანგირაძე, ნიკა ბიძინაშვილი, კაპიტანი დავით კვერნაძე) B ჯგუფში მეორე ტურის ორთაბრძოლები გამართა. ჩვენი გუნდის წევრებმა მასპინძლებს, სამწუხაროდ, სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და მშრალი ანგარიშით - 0:3 დამარცხდნენ: ალექსანდრე ბაკში - ილია სნიტარი 2:6, 0:6, საბა ფურცელაძე - რადუ ალბოტი 4:6, 6:3, 1:6, ნიკა ბიძინაშვილი, ალექსანდრე შვანგირაძე - მატიას ბრაური, ილია სნიტარი 2:6, 1:6. მარცხის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებს პლეი ოფში მოხვედრის შანსი მაინც რჩება, რადგან 12 ივნისს მესამე ტურში ჩრდილოეთი მაკედონიის გუნდის ძლევის შემთხევავაში B ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს და პლეი ოფის საგზურისთვის A ჯგუფის მეორეადგილოსანს დაუპირისპირდება. II ტური. ჩრდილოეთი მაკედონია - კოსოვო 3:0 (კალინ ივანოვსკი - დონი გაში 7:5, 6:4, ოლეგ პრიჰოდკო - იასინ იაკუპი 6:1, 6:1, კრისტიან იანევი, ოლეგ პრიჰოდკო - დონი გაში, სალიდინ რამა 6:3, 6:0). I ტური. საქართველო - კოსოვო 3:0, მოლდოვა - ჩრდილოეთი მაკედონია 2:1 თ მ წ ს ა მოლდოვა 2 2 0 11:04 5:1 მაკედონია 2 1 1 09:05 4:2 საქართველო 2 1 1 07:06 3:3 კოსოვო 2 0 2 00:12 0:6 III ტური. საქართველო - ჩრდილოეთი მაკედონია, კოსოვო - მოლდოვა A ჯგუფი I ტური. ლატვია - აზერბაიჯანი 3:0, ირლანდია - მონტენეგრო 1:2 II ტური. ირლანდია - აზერბაიჯანი 3:0, ლატვია - მონტენეგრო 2:1 თ მ წ ს ა ლატვია 2 2 0 11:03 5:1 მონტენეგრო 2 1 1 06:08 3:3 ირლანდია 2 1 1 09:05 4:2 აზერბაიჯანი 2 0 2 02:12 0:6 III ტური. ირლანდია - ლატვია, მონტენეგრო - აზერბაიჯანი

← მთავარი