← მთავარი
საზოგადოება

"დავკარგეთ გაზაფხული, ალბათ, დავკარგავთ შემოდგომასაც - გვექნება ზაფხული და ზამთარი... შესაძლოა, ზამთარი შედარებით ცხელი იყოს " - ნინო ჩხობაძე

3 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge

“ფაქტია, რომ ჩვენ დავკარგეთ გაზაფხული, ალბათ, დავკარგავთ შემოდგომასაც - გვექნება ზაფხული და ზამთარი” - ამის შესახებ რადიო “პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ კლიმატურ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, შესაძლოა, ზამთრის პერიოდი შედარებით ცხელი იყოს, რაც პრობლემურია, რადგან ყინულოვანი ფენა ინტენსიურ დნობას დაიწყებს.

“ფაქტია, რომ ჩვენ დავკარგეთ გაზაფხული, ალბათ, დავკარგავთ შემოდგომასაც და გვექნება ზაფხული და ზამთარი. თუმცა, ასევე ამბობენ, რომ ზამთარი შესაძლოა, უფრო თბილი იყოს, ვიდრე იყო, რაც ასევე პრობლემაა, ხოლო ზაფხული უფრო ცხელი იქნება. ზამთრის პერიოდში მაღალი ტემპერატურა იმიტომ არის პრობლემური, რომ ყინულოვანი ფენა ინტენსიურ დნობას იწყებს. იცით, რომ ისედაც დამდნარია მყინვარები, რომელიც კლიმატის სისტემას წარმოადგენენ.

რას ელოდებიან სუპერ ელ-ნინიოს დროს? ელოდებიან რომ იქნება დიდი მოვლენები: ღვარცოფები, მეწყერები, წყალდიდობები… ბოლო ელ-ნინიო იყო 2023-2024 წელს. 2023 წელი ჩვენთან ტრაგიკული წელი იყო, ვგულისხმობ შოვის ტრაგედიას. ელ-ნინიოსთვის ეს პრობლემები დამახასიათებელია. პრევენციული ღონისძიებების გატარებაა საჭირო, თუმცა ჯერ კიდევ არ გვაქვს ჩამოყალიბებული სისტემები. სტიქიური მოვლენების მიმართ აუცილებელია, ადგილობრივი ხელისუფლებების მზაობა“, - აღნიშნავს რესპონდენტი.

← მთავარი