საზოგადოება
მეხანძრე-მაშველებმა აჭარაში საცხოვრებელი სახლიდან დათვის ბელი უსაფრთხოდ გამოიყვანეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებმა 112-ში დარეკეს და განაცხადეს, რომ მათ სახლში დათვის ბელი შეიპარა.
ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა პატარა სტუმარი უსაფრთხოდ გამოიყვანეს სახლიდან, გამოკვებეს და გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამის სამსახურს გადასცეს.