საზოგადოება
აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, მეხანძრეებმა სახლში შეპარული დათვის ბელი გადაარჩინეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებმა 112-ს დაუკავშირდნენ და განაცხადეს, რომ მათ სახლში დათვის ბელი შეიპარა.
ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა პატარა სტუმარი უსაფრთხოდ გამოიყვანეს, გამოკვებეს და გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამის სამსახურს გადასცეს.