საზოგადოება
მეხანძრე-მაშველებმა შუახევში საცხოვრებელ სახლში შეფარებული დათვის ბელი გამოიყვანეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებმა 112-ზე დარეკეს და განაცხადეს, რომ მათ სახლში დათვის ბელი შეიპარა.
ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველები პატარა სტუმარს სახლიდან უსაფრთხოდ გამოეხმარნენ, გამოკვები და გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამის სამსახურს გადასცეს.