← მთავარი
საზოგადოება

თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღის ცერემონია დაიწყო

26 მაისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღის ცერემონია დაიწყო

თბილისის თავისუფლების მოედანზე 26 მაისის სახელმწიფო ცერემონია მიმდინარეობს. ღონისძიებას ესწრებიან პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მინისტრთა კაბინეტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III და სხვა სასულიერო პირები. ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ასევე იმყოფება ცერემონიაზე.

დღეს წვევამდელები სამხედრო ფიცს დადებენ — ცერემონია თბილისის გარდა საქართველოს 12 ისტორიულ ადგილას ერთდროულად გაიმართება.

თავისუფლების მოედანზე სამხედრო ტექნიკა არის განლაგებული. გენერალ გრიგოლ ჭელიძის ცნობით, სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება ქვეყნის მასშტაბით 21 ქალაქში გამოიფინა — მოქალაქეებს შეუძლიათ ახლოდან დაათვალიერონ.

← მთავარი