← მთავარი
საზოგადოება

აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ეთერის დათმობას ითხოვენ

9 ივლისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ეთერის დათმობას ითხოვენ

ისინი მაუწყებელთან შეიკრიბნენ და კიდევ ორი საკითხი გააჟღერეს: არხმა გააშუქოს მათი ბრიფინგი და შეხვდნენ ხელმძღვანელ პირებს.

„უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია, ჩვენ ფაქტობრივად მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან მივმართოთ ქვეყნის მოქალაქეებს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ხმა არ ისმის იმ მაუწყებელში, რომელიც ფინანსდება საქართველოს მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებით და, შესაბამისად, ეკუთვნის მთელ საზოგადოებას და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას ან ხელისუფლებას“, - განაცხადეს მათ და აღნიშნეს, რომ „ჩვენ წარმოდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით ველოდებით პასუხს დღესვე და 12 საათის განმავლობაში საღამომდე ვიქნებით აქ, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან…“

განცხადება წაიკითხეს:

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული (უკვე გათავისუფლებული) ნიკა კაციას დედა - მარინე აფციუარი;

აქციაზე პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული საბა სხვიტარიძის დედა ელენე ახობაძე;

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა ზურაბ ცეცხლაძე;

ძალადობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ტერაშვილის დედა - მარინა ტერიშვილი;

ძალადობის ბრალდებით დაკავებული გიორგი მინდაძის დედა - ნანი წულაია;

ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვეფხია კასრაძის ცოლი - ირინა კრატენკო;

თანხის გაფლანგვისთვის დაკავებული გიორგი ჩაკვეტაძის დედა - ეკა წერეთელი.

დაკავებულები და მათი ოჯახის წევრები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და თავს „სინდიდის პატიმრებს“ უწოდებენ.

← მთავარი