Logos of the Communications Commission (ComCom) and TV Pirveli. Home/ახალი ამბები/„სინდისის პატიმრების“ მსგავსი ტერმინების გამოყენების გამო, ComCom-მა ტელეკომპანია პირველი დააჯარიმა ახალი ამბები „სინდისის პატიმრების“ მსგავსი ტერმინების გამოყენების გამო, ComCom-მა ტელეკომპანია პირველი დააჯარიმაCivil.ge
Send an email
25/06/2026 - 18:03 1 minute readსაქართველოს კომუნიკაციების კომისიამ (ComCom) ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანია პირველი 2 500 ლარით დააჯარიმა ისეთი ტერმინების გამოყენებისთვის, როგორიცაა „სინდისის პატიმრები“ და ამის მიზეზად „სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის“ დარღვევა დაასახელა.25 ივნისის გადაწყვეტილება უკვე მეორე ფინანსური ჯარიმაა მაუწყებლობის შესახებ კანონში 2025 წლის აპრილში შეტანილი ცვლილებებით შემოღებული კონტენტის მარეგულირებელი სადავო დებულებების საფუძველზე. მანამდე, ComCom-მა იგივე ჯარიმა დააკისრა კიდევ ერთ ოპოზიციურად განწყობილ ტელეკომპანია „ფორმულას „პირადი მოსაზრებების“, „მიუკერძოებლობის“ და „ბალანსის“ სავარაუდო დარღვევების გამო.ონლაინ პლატფორმა „მედიაჩეკერმა“, რომელიც მედიის გარემოს გაუმჯობესებისთვის მუშაობს, განაცხადა, რომ მარეგულირებლის გადაწყვეტილება ტვ „პირველის“ დაჯარიმების შესახებ ახალი ამბების პროგრამაში ისეთი ფრაზების გამოყენებამ გამოიწვია, როგორიცაა „სინდისის პატიმრები“, „აქტივისტების ტერორი გრძელდება“, „ოლიგარქი“ და „ოლიგარქის პარტია“.ComCom-მა განაცხადა, რომ მაუწყებლის პროგრამებში საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე მოხდა, რითიც დაირღვა მაუწყებლობის შესახებ კანონის 54-ე მუხლი, რომელიც გაშუქებისას „სამართლიანობას და მიუკერძოებლობას“ მოითხოვს, აღნიშნა „მედიაჩეკერმა“. კომისიამ მაუწყებლის მონიტორინგი 11 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა.ოპონენტები უკვე დიდი ხანია ადანაშაულებენ ComCom-ს მმართველი პარტიის ინტერესების შესაბამისად მოქმედებაში.აღნიშნა რა, რომ ტვ პირველი იმ ფონზე დაჯარიმდა, როდესაც სახელისუფლებო მედია “თავისუფლად იყენებს პარტიულ ენას ყოველგვარი სანქციების გარეშე“, საერთაშორისო პრესის თავისუფლების დამცველმა ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) ComCom „ორმაგი სტანდარტის“ გამოყენებასა და „დამოუკიდებელი მედიის მიზანში ამოღებაში“ დაადანაშაულა და ყველა მედია საშუალების მიმართ „თანაბარი მოპყრობისკენ“ მოუწოდა.„უკვე წლებია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიის სხვადასხვა მეთოდით შევიწროებას, დაშინებასა და გაქრობას ცდილობს, იქნება ეს ფინანსური წნეხი, სამართლებრივი დევნა, თუ ფიზიკური ანგარიშსწორება“, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ტელეკომპანია „პირველის“ დაჯარიმების შემდეგ.„განსაკუთრებით საგანგაშოა საგამოძიებო უწყებებისა და კომუნიკაციების კომისიის მედიის დასჯის მექანიზმად გამოყენება, რაც სრულიად ახალი ტიპის საფრთხეს ქმნის, როდესაც მედია და ჟურნალისტები, შესაძლოა, ხელისუფლების კრიტიკისთვის დააჯარიმონ ან/და დაიჭირონ“, – დასძინა მან.