კომუნიკაციების კომისიამ (ComCom) ტელეკომპანია „ფორმულა” 2 500 ლარით დააჯარიმა. კომისია ტელეკომპანიას მაუწყებლობის შესახებ კანონის შინაარსობრივი რეგულირების მუხლების დარღვევაში ადანაშაულებს.
კომისიის პოზიციით, ფრაზები „ოცნების სუსი”, „ივანიშვილის ხელისუფლება”, „პროსამთავრობო რუსთავი 2” და „რეჟიმის სასამართლო” გამოყენებით „ფორმულამ” ახალი ამბები პირადი დამოკიდებულების გავლენით გააშუქა.
ეს პირველი ჯარიმა არ არის. 2025 წლის 5 ივნისს, ქართული ოცნების საჩივრების საფუძველზე, კომისიამ სამართალდამრღვევებად ცნო „მთავარი”, „ფორმულა” და „TV პირველი” — მსგავსი ფრაზების გამო, მათ შორის „ოლიგარქი”, „ოლიგარქის რეჟიმი”, „კლანის მსახური მოსამართლე” და „რეჟიმის პატიმრები”. მაშინ კომისიამ ჯარიმა არ დააკისრა.
იმ განხილვებს ხელისუფლების მინდობილი პირის — ნათია ბოკუჩავას — 27 მაისის საჩივარი დაედო საფუძვლად. ახლა „ფორმულამ” ფულადი სანქცია მიიღო.