ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართულ კადეტ-ახალგაზრდა წყალმხტომელთა საერთაშორისო ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა სამი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვა. შეჯიბრებაში ოთხი ქვეყნის — საქართველოს, ჩეხეთის, ავსტრიის და ხორვატიის — 100-მდე სპორტსმენი ჩართულია.
პირველ ადგილებზე გავიდნენ: თინათინ ბურჯანაძე (12-წლამდელები, 3-მეტრიანი ტრამპლინი; 200.10 ქულა — პირადი რეკორდი), ანა ჭანტურია (10-წლამდელები, 1-მეტრი; 120.05 ქულა) და ილია ბიძინაშვილი (10-წლამდელები, 1-მეტრი; 120.70 ქულა). მეორე ადგილი დაიკავა ნუცა სიჭინავამ (12-წლამდელები), ბრინჯაო კი — დემეტრე გვანცელაძემ (10-წლამდელები).
ჭოლა ჭანტურიას ხელმძღვანელობით ტურნირზე 8 ქართველი სპორტსმენი (მწვრთნელები — სალომე ჯუღელი, გელა აბულაძე; მსაჯი — ირაკლი საკანდელიძე) გაემგზავრა. 24 მაისს 12-წლამდელები 1-მეტრიდან, ხოლო 10-წლამდელები 3-მეტრიდან გამოვლენ.