← მთავარი
სპორტი

ჩრდილოეთ ირლანდიამ მაიკლ ო'ნილს კონტრაქტი გაუხანგრძლივა — ნაკრები ერთა ლიგასა და ევრო-შესარჩევ ციკლში გააგრძელებს

13 მაისი, 2026 · წყარო: lelo.ge
ჩრდილოეთ ირლანდიამ მაიკლ ო'ნილს კონტრაქტი გაუხანგრძლივა — ნაკრები ერთა ლიგასა და ევრო-შესარჩევ ციკლში გააგრძელებს

ჩრდილოეთ ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციამ მაიკლ ო’ნილს ახალი კონტრაქტი გაუფორმა — 56 წლის სპეციალისტი ნაკრებს კვლავ ხელმძღვანელობს.

„მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ მაიკლ ო’ნილი ეროვნული ნაკრების სათავეში რჩება. ის გუნდს ახელმძღვანელებს ერთა ლიგის ახალ გათამაშებასა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში”, — ნათქვამია ასოციაციის ოფიციალურ განცხადებაში.

ო’ნილი ნაკრებს 2022 წლიდან ხელმძღვანელობს. 2026 წლის თებერვალში ის ინგლისელ „ბლექბერნში” დროებით მწვრთნელად წავიდა, ახლა ისევ ნაკრებზე დაბრუნდა.

ჩრდილოეთ ირლანდია საქართველოს ერთა ლიგაში მეტოქეა.

← მთავარი