ქუთაისის M25 ტურნირი — საბა ფურცელაძე ერთეულებში და წყვილებში ასპარეზობს
ქუთაისში დაიწყო ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირი M25 კატეგორიაში, ძირითადი ბადის პირველ წრეში 5 ქართველი ჩაება.
ერთეულები
საბა ფურცელაძე ტურნირის მე-4 ნომრია. სტარტზე კვალიფიკაციიდან ასული კეი კოვჩეროვი (ბრიტანეთი) 6:4, 7:6 დაამარცხა. შემდეგ EvAnge რგელოს კიპრიოტი (საბერძნეთი) დაუპირისპირდება.
ნიკა ბიძინაშვილი ალექსანდრ უშაკოვს (რუსეთი) სამ სეტში სძლია — 4:6, 6:4, 6:1. მერვედფინალში ტურნირის ნომერ პირველ სერგეი ფომინს (უზბეკეთი) გაუწევს მეტოქეობას.
სამი ქართველი — ზუკა ყაჭეიშვილი (0:6, 0:6 — ჰუან ეჩევერია/ესპანეთი), დავიდ პრასიევი (2:6, 3:6 — ევ. კიპრიოტი) და ალექსანდრე შვანგირაძე (3:6, 4:6 — ადამ კაჩმარეკი/პოლონეთი) — პირველ ეტაპზე გამოეთიშა.
წყვილები
ფურცელაძე და ევგენი ტიურნევი (რუსეთი) ასათიანს/ლოსაბერიძეს 6:2, 7:6 დაამარცხეს. პრასიევი/შვანგირაძე (საქ.) — 7:6, 4:6, 1:10 ნეოსს/პანკინს წააგო. ბიძინაშვილი/ჰილედი (ისრაელი) — 2:6, 2:6 ფარიას/ჯეისიგჰანის წინაშე.