← მთავარი
სპორტი

[ჩოგბურთი. უიმბლდონი] ახალი კვირა წარმატებული სტარტებით | Lelo.Ge

30 ივნისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[ჩოგბურთი. უიმბლდონი] ახალი კვირა წარმატებული სტარტებით | Lelo.Ge

რამდენიმე ქართველი ჩოგბურთელი ახლა უცხოეთში უცხოეთში იმყოფება და ახალ ბატალიებში შეეცდებიან თავის წარმოჩენას. თუმცა ჩვენი ქომაგების ყურადღება, ფეხბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩების მიუხედავად, მაინც უიმბლდონისკენ იქნება მიპყრობილი, სადაც, სავარაუდოდ, 30 ივნისს 19.30 საათზე მარიამ ბოლქვაძე თავის უმთავრეს სასპორტო გამოცდას ჩააბარებს.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის შემდეგ კორტზე დაბრუნებულმა ბოლქვაძემ (რეიტინგით 539-ე) წარმატებით ითამაშა უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე - ზედიზედ სძლია იულია გრაბერს (ავსტრია, 118-ე),19 წლის ჰაიუ კინოშიტას (იაპონია, 227-ე), 18 წლის ჯელინ ვანდრომს (ბელგია, 161-ე) და ძირითად ბადეში თამაშის უფლება პირველად მოიპოვა.

მთავარი ტურნირის პირველ წრეში მარიამის მეტოქე 33 წლის ავსტრალიელი აილა ტომლიანოვიჩი(წარმოშობით ხორვატი) იქნება, რომელიც რეიტინგში 98-ე ადგილზეა (2023 წლის 3 აპრილს 32-ეც იყო). WTA-ს 2 ტურნირი აქვს მოგებული. 2021 და 2022 წლების უიმბლდონზე მეოთხედფინალში ითამაშა.

n n n

პორტუგალიის ქალაქ ელვაშის ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (W50) ზოზია ქარდავამ სტარტი საკვალიფიკაციო ეტაპიდან აიღო. პირველ წრეში ესპანელ კარლოტა კორტეს ორ სეტში სძლია - 6:1, 6:1, მერე მის კვალს გაუყენა უკრაინელი ხრისტინა ვოზნიაკი - 6:4, 6:2 და მთავარ ბადეში გავიდა, სადაც სლოვაკ კატარინა კუზმოვას შეხვდება.

წყვილებში ქარდავა იტალიელ კატარინა ოდორიზისთან ერთად ანასტასია კულიკოვასა (ფინეთი) და ანგელინა ვოლოშჩუკთან (პორტუგალია) გაარკვევს ურთიერთობას.

n n n

თურქეთის ქალაქ კაისერიში ჩოგბურთელ ვაჟთა 15.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციოში ნიკა ბიძინაშვილმა პირველი მატჩი უგანდელ პატრიკ მპალანის მოუგო - 6:4, 6:1. ქართველი ჩოგბურთელი ფინალურ ორთაბრძოლას ტაილანდელ ტაენტავან ტადეო მაიოლი მაგიოლისთან გამართავს.

კაისერის ტურნირის ძირითად ბადეშია ალექსანდრე შვანგირაძე. სტარტზე მისი მეტოქე უკვე ცნობილია - შეჯიბრებაზე „ველური ბარათით” დაშვებული მასპინძელი ბორა სენგული. წყვილებში შვანგირაძე და იტალიელი ლეონარდო კატანეო საუდის არაბეთის წარმომადგენლებს - ბოუდ ალჰოგბანისა და ბეიდა იდრესს დაუპირისპირდებიან.

← მთავარი