საფრანგეთში ქალთა საერთაშორისო ტურნირის (W35) პირველ წრეში სოფიო შაფათავამ 19 წლის მასპინძელი ჟუსტინ ბრეტნაჩერი დაჯაბნა - 6:3, 6:2 და მერვედფინალში ასპარეზობის რეიტინგფავორიტს - იასმინ კაბაის (მაროკო) დაუპირსპირდება. ამ უკანასკნელმა უკრაინელ დარია იესიპჩუკს სძლია - 6:1, 6:1.
წყვილებში შაფათავამ ეკატერინა კაზიონოვასთან (რუსეთი) ერთად სტარტზე ლივ ბულარისა (საფრანგეთი) და ნიკოლე გადიენტის (შვეიცარია) დუეტთან წააგო - 1:6, 2:6.
n n n
გერმანიაში ქალთა საერთაშორისო ტურნირის (W50) წყვილებში ეკატერინე გორგოძე და იპეკ ოზი (თურქეთი) უკრაინელებთან - ანასტასია სობოლიევასა და ანასტასია ზაპარინიუკთან ვერაფერს გახდნენ - 6:3, 3:6, 8:10. ერთეულებში გორგოძე მე-6 ნომრადაა განთესილი და სტარტზე კვალიფიკაციიდან აღზევებულ ლუიზა მეიერს (გერმანია) შეხვდება.
n n n
მილანში (იტალია) ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ჩელენჯერტურნირში წარუმატებლად ჩაება ნიკოლოზ ბასილაშვილი (რეიტინგით 111-ე). სასტარტო შეხვედრის პირველი ხელი მან რაულ ბრანკაჩიოსთან (იტალია, 248-ე) 1:6 წააგო. მეორე სეტში , როცა აპენინელი 2:1 დაწინაურდა, ბასილაშვილმა ტრავმის გამო თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.
n n n
თურქეთის ქალაქ კაისერიში ჩოგბურთელ ვაჟთა 15.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციოში ნიკა ბიძინაშვილმა ფინალური ორთაბრძოლა ტაილანდელ ტაენტავან ტადეო მაიოლი მაგიოლის მოუგო - 6:2, 6:3 და მთავარ ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც, ასევე, კვალიფიკაციიდან აღზევებულ დენის ვიშენჩუკ ვიშენკოსთან გაარკვევს ურთიერთობას.
ამავე ტურნირის ძირითად ბადეშია ალექსანდრე შვანგირაძე. როგორც ვწერდით, იგი ერთეულთა სტარტზე მასპინძელი ბორა სენგულის გამოცდის. წყვილებში შვანგირაძემ და იტალიელმა ლეონარდო კატანეომ საუდის არაბეთის წარმომადგენლები - ბოუდ ალჰოგბანი და ბეიდა იდრისი ჩამოიშორეს გზიდან - 6:4, 6:3.