← მთავარი
სპორტი

ჩიმაევის კარიერის პირველი მარცხი — შონ სტრიკლენდი UFC-ის საშუალო წონაში ჩემპიონია

10 მაისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ჩიმაევის კარიერის პირველი მარცხი — შონ სტრიკლენდი UFC-ის საშუალო წონაში ჩემპიონია

UFC 328-ის მთავარ ბრძოლაში, საშუალო წონის საჩემპიონო ქამრისთვის, 35-წლის შონ სტრიკლენდმა ხამზატ ჩიმაევი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. ჩიმაევისთვის ეს კარიერის პირველი მარცხია — ამ ბრძოლამდე მას 15-დან 15 გამარჯვება ჰქონდა. სტრიკლენდი 38 ბრძოლიდან 31-ში გამარჯვებულია.

ბრძოლის დროს ჩიმაევის კუთხეში UFC-ის გამოჩენილი მებრძოლი, არმან ცარუკიანი, იდგა.

სტრიკლენდი ისრაელ ადესანიას შემდეგ მეორე UFC-ის მებრძოლია, ვინც ჩემპიონობა დააბრუნა.

← მთავარი