← მთავარი
სპორტი

U17 ევროპის ჭიდაობის ჩემპიონატში ქართველებმა 2 ბრინჯაო მოიპოვეს — ბასილია ფინალშია

13 მაისი, 2026 · წყარო: lelo.ge
U17 ევროპის ჭიდაობის ჩემპიონატში ქართველებმა 2 ბრინჯაო მოიპოვეს — ბასილია ფინალშია

ბულგარეთის სამოკოვოში მიმდინარე ევროპის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჩემპიონატში 17-წლამდელთა შორის, 12 მაისს, საქართველოს ნაკრებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ერთი ფინალისტი გამოიყვანა.

ბრინჯაოს მედლოსნები გახდნენ ლუკა ბუიღლიშვილი 80 კგ-ის კატეგორიაში და საბა ტაკიძე 110 კგ-ში. ბუიღლიშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში უკრაინელი დანილ მელნიჩუკი 10:0 დაამარცხა, ხოლო ტაკიძემ — უკრაინელი მაქსიმ სოკოლიუკი 6:4-ით.

71 კგ-ის კატეგორიაში რამაზ ბასილიამ ყველა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და ფინალში გავიდა.

13 მაისს ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ ლუკა ბოლქვაძე (45 კგ) და დავით შავაძე (51 კგ). ჩემპიონატი 11 მაისს დაიწყო.

← მთავარი