17-წლამდელთა ევროპის ჭიდაობის ჩემპიონატი იწყება — საქართველოს ნაკრებები სამოკოვოშია
11–17 მაისს ბულგარეთის ქალაქ სამოკოვოში 17-წლამდელ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. საქართველო ვაჟებში ორივე სტილში სრულ შემადგენლობას წარადგენს; გოგონებში — სამი მონაწილე.
თავისუფალი ჭიდაობა 45კგ — მკრტიჩ ჯანამიანი; 48კგ — ლაშა ქორიძე; 51კგ — გიორგი ნარიმანიძე; 55კგ — თემურ თუთარაშვილი; 60კგ — დავით მძევაშვილი; 65კგ — ბიძინა ჯინჭარაძე; 71კგ — ბოგდან კვანტალიანი; 80კგ — რატი რევაზაშვილი; 92კგ — ნურადინ მუსტაფაევი; 110კგ — მურთაზ ბღდავაძე.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა 45კგ — ლუკა ბოლქვაძე; 48კგ — საბა აბაშიძე; 51კგ — შავაძე; 55კგ — გიორგი ქედელიძე; 60კგ — ლაზარე გოგოტიშვილი; 65კგ — ბექა ბოლქვაძე; 71კგ — რამაზ ბასილია; 80კგ — ლაზარე ბუიღლიშვილი; 92კგ — ვახტანგ მეფარიშვილი; 110კგ — საბა ტაკიძე.
ქალთა ჭიდაობა 57კგ — ანა ლაბაძე; 61კგ — ანა წერეთელი; 69კგ — ნინო სამხარაძე.