← მთავარი
სპორტი

ჭიდაობა. U17 ევროპის ჩემპიონატი: წერეთელი და სამხარაძე ბრინჯაოს მედლის ბრძოლაში

15 მაისი, 2026 · წყარო: lelo.ge
ჭიდაობა. U17 ევროპის ჩემპიონატი: წერეთელი და სამხარაძე ბრინჯაოს მედლის ბრძოლაში

ბულგარეთის სამოკოვში 17-წლამდელ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატში ქართველი გოგონებიდან ანა წერეთელი (61 კგ) და ნინო სამხარაძე (69 კგ) ბრინჯაოს მედლის ბრძოლებში გადავიდნენ.

ანა წერეთელი — 61 კგ: მერვედფინალში ოქსანა აიდაროვა (რუსეთი) 3:0 დაამარცხა; მეოთხედფინალში ბულგარელ ანდრეა ნისევასთან 3:8-ით წააგო. ახლა დამამშვიდებელ წრეშია — ჯერ ბელარუს-მაკედონელთა წყვილის გამარჯვებულს შეხვდება, შემდეგ კი გამარჯვების შემთხვევაში ფინელ სურაე მირაც აბასოის.

ნინო სამხარაძე — 69 კგ: ძირითად ბადეში ბერძენ ეფტიმია ჩასიოტი და გერმანელ ფრიდა კებერნიკი 8:0 დაამარცხა; ნახევარფინალში 15 წლის ლატვიელ დარია მარკოვასთან — 15-წლამდელებში ევროპის შარშანდელ ჩემპიონთან — 0:11-ით წააგო. ბრინჯაოსთვის მოლდოველ ეოპრაჰია კაზაკუს ან პოლონელ მაია ვეიჩანს შეხვდება.

← მთავარი