← მთავარი
სპორტი

„ჩელსი” ჩაბი ალონსოს ელაპარაკება — პირველი ოფიციალური მოლაპარაკებები შედგა

12 მაისი, 2026 · წყარო: lelo.ge
„ჩელსი” ჩაბი ალონსოს ელაპარაკება — პირველი ოფიციალური მოლაპარაკებები შედგა

ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ცნობით, ამ კვირას „ჩელსსა” და ჩაბი ალონსოს შორის პირველი ოფიციალური მოლაპარაკებები გაიმართა. ესპანელმა სპეციალისტმა დაადასტურა მზადყოფნა — ჩაიბაროს კლუბი და მრავალწლიანი პროექტი ხელმძღვანელოს.

მოლაპარაკებები ძალიან პოზიტიურად ჩაიარა. ამის მიუხედავად, „ჩელსი” ვაკანტურ თანამდებობაზე სხვა კანდიდატების განხილვასაც აგრძელებს.

ჩაბი ალონსომ მადრიდის „რეალი” 2026 წლის დასაწყისში დატოვა და მას შემდეგ კლუბის გარეშეა.

← მთავარი