← მთავარი
სპორტი

"უდინეზეში" გადასული ჩაკვეტაძე კვლავ ტრავმირებულია | Lelo.Ge

11 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge

“უდინეზეს” ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებულია და სარეაბილიტაციო კურსის გავლას საჭიროებს.

როგორც ირკვევა, საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველს განუახლდა ტრავმა, რომელიც ივნისში, რუმინეთთან ამხანაგურ მატჩში, პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მიიღო.

გიორგის მარჯვენა ფეხის მესამე ნავისებრი (მეტატარსალური) ძვლის მოტეხილობა ჰქონდა, რამაც “უდინეზესთან” ერთად ვარჯიშის განახლებისას შეახსენა თავი.

ჯერჯერობით, ცნობილი არ არის რა დრო დასჭირდება რეაბილიტაციას და შეძლებს თუ არა ჩაკვეტაძე სერია A-ს სტარტისთვის გამოჯანმრთელებას.

← მთავარი