სპორტი
ჩაკვეტაძე ბაჰრეინთან მატჩს გამოტოვებს — ტრავმა სერიოზული არ გამოდგა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე 5 ივნისს ბაჰრეინთან ამხანაგური მატჩს გამოტოვებს. Geo Team-ის ინფორმაციით, „ჩაკვეს” ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და გამოჯანმრთელებისთვის 3-4 დღე სჭირდება.
2 ივნისს, საქართველო-რუმინეთის (1:1) ამხანაგური შეხვედრის პირველ ტაიმში, ჩაკვეტაძემ მეტოქე გუნდის მცველთან შეჯახების შემდეგ მოედანი დატოვა.
საქართველოსა და ბაჰრეინის ამხანაგური შეხვედრა 5 ივნისს 20:00 საათზე დაიწყება.