← მთავარი
სპორტი

გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას სავარაუდოდ, იტალიის სერია A-ში გააგრძელებს

1 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას სავარაუდოდ, იტალიის სერია A-ში გააგრძელებს

watfordobserver-ის ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და “უოტფორდის” 26 წლის შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე დიდი ალბათობით, კარიერას სერია A-ს ბინადარ “უდინეზეში” გააგრძელებს. 

 

ამ ორ გუნდს პოცოების ოჯახი აკონტროლებს და ერთიდან მეორეში ფეხბურთელები სრულყოფილი ტრანსფერით ან იჯარით ხშირად გადადიან. ზემოთ აღნიშნული წყარო წერს, რომ “უოტფორდმა” მომავალი სეზონისთვის მზადება დაიწყო, ჩვენებური კი გუნდთან ერთად არაა და მას რომელიმე ტოპ 5 ლიგის კლუბში სურს ასპარეზობა. 

 

ასე იყო გასულ ზამთარს საბა გოგლიჩიძის შემთხვევაშიც, როდესაც 22 წლის მცველი სეზონის ბოლომდე განათხოვრების წესით “უდინეზედან” “უოტფორდში” გადაბარგდა. 

 

გოგლიჩიძე ახლა “ფრიულიზე” დაბრუნდა, სადაც უკვე სხვა კლუბში სავარაუდოდ, ისევ ჩაკვეტაძის თანაგუნდელი იქნება. ინფორმაციისთვის, “უდინეზემ” გასული სეზონი სერია A-ში 50 ქულით მე-10 ადგილზე დაასრულა. 

 

ჩაკვეტაძე “უოტორდის” ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავს. ის პრემიერშიპის ბინადრებს ჯერ იჯარის წესით შეუერთდა, 2024 წელს კი ინგლისელებმა “გენტიდან” 2,5 მილიონ ევროდ გამოისყიდეს. 

თეგები:

უდინეზე

უოტფორდი

გიორგი ჩაკვეტაძე

გაზიარება:

(2) /

(0)

← მთავარი