`რთული დღეები დროებითია, ღირსება და ადამიანობა კი მარადიული. გოგი, გისურვებ ძალას, მოთმინებას და სიმტკიცეს!!! გგულშემატკივრობ მთელი გულით,შენი ადგილი კლინიკაშია, სადაც უამრავი პაციენტი გელოდება" - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი
`რთული დღეები დროებითია, ღირსება და ადამიანობა კი მარადიული. გოგი, გისურვებ ძალას, მოთმინებას და სიმტკიცეს!!! გგულშემატკივრობ მთელი გულით,შენი ადგილი კლინიკაშია, სადაც უამრავი პაციენტი გელოდება” - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი
სოცმედია • 1:51
“არ მეგულება სამედიცინო საზოგადოებაში უფრო წესიერი, ერთგული, კეთილშობილი ადამიანი, ვიდრე პროფესორი გოგი ჩახუნაშვილია… ვინ მოსთვლის იმ სიკეთეს და ქველმოქმედებას რაც მას ამ ქვეყნისთვის გაუკეთებია… რთული დღეები დროებითია, ღირსება და ადამიანობა კი მარადიული. გოგი, გისურვებ ძალას, მოთმინებას და სიმტკიცეს!!! გგულშემატკივრობ მთელი გულით,შენი ადგილი კლინიკაშია, სადაც უამრავი პაციენტი გელოდება” | წერს სოციალურ ქსელში პედიატრი ინგა მამუჩიშვილი 19 ივნისს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 7 ბრალდებული დამნაშავედ ცნო. მათგან ექვსს - მათ შორის, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილსა და დავით სტურუას 5-5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ია დარახველიძეს კი 5 წელი. 72 წლის ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს