← მთავარი
სპორტი

[ჭადრაკი] განახლებული რეიტინგით | Lelo.Ge

1 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[ჭადრაკი] განახლებული რეიტინგით | Lelo.Ge

წინა თვის შედეგების გათვალისწინებით, ფიდემ საივლისოდ მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა.

ქალთა მსოფლიოს კლასიფიკაციის სათავეში უწინდებურად ჩინელი ჰოუ იფანი დგას 2596 პუნქტით. მას ახლა მხოლოდ 30 ერთეულით ჩამორჩება თანამემამულე ლეი ტინძე (2566). პირველ ათეულში მომდევნო ადგილებზე მოდიან ძიუი ვენძიუნი (ჩინეთი, 2560), ჩჟუ ძინერი ჩინეთი, 2550), ბიბისარა ასაუბაიევა (ყაზახეთი, 2538), ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი, 2536), ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2529), ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2524), თან ჩჟუნი (ჩინეთი, 2517), ალექსანდრა კოსტენიუკი (შვეიცარია, 2508).

მანდილოსანთა პირველ ასეულში ხუთი ქართველია: 15. ნანა ძაგნიძე (2478), 17. ნინო ბაციაშვილი (2469), 29. ლელა ჯავახიშვილი (2430), 38. ბელა ხოტენაშვილი (2413), 39. მერი არაბიძე (2409).

ვაჟთა მსოფლიოს პირველ ათეულში არიან: მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2823), ფაბიანო კარუანა (აშშ, 2792), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2792), ჯავოხირ სინდაროვი (უზბეკეთი, 2777), ვინსენტ კაიმერი (გერმანია, 2767), ნოდირბეკ აბდუსატოროვი (უზბეკეთი, 2766), ვესლი სო (აშშ, 2765), ანიშ გირი (ნიდერლანდები, 2764), არიუნ ერიგაისი (ინდოეთი, 2757), ვეი ი (ჩინეთი, 2753). ქართველთაგან პირველ ასეულში არავინაა.

← მთავარი