← მთავარი
სპორტი

ჰიუსტონში ისტორია დაიწერა - კაბო ვერდე პლეი-ოფში ითამაშებს!

27 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ჰიუსტონში ისტორია დაიწერა - კაბო ვერდე პლეი-ოფში ითამაშებს!

H ჯგუფი მსოფლიო ჩემპიონატზე, H ჯგუფში ბოლო მესამე ტური ჩატარდა. კაბო ვერდემ საუდის არაბეთთან ფრედ 0:0 ითამაშა. 3 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში იასპარეზებს, სადაც მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 4 ივლისს, თბილისის დროით 02:00 საათზე გაიმართება.

ჰიუსტონი. „ენ-არ-ჯი სთედიუმი“ კაბო ვერდე - საუდის არაბეთი 0:0

ამავე ჯგუფის ცენტრალურ მატჩში ესპანეთმა ურუგვაი ალექს ბაენას გოლით 1:0 დაამარცხა. პლეი-ოფში “ფურია როხას” მეტოქე მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გვადალახარა. „აკრონი“ ურუგვაი - ესპანეთი 0:1 გოლები: 0:1 ბაენა (42)

← მთავარი