სპორტი
[VIDEOS] ჰიუსტონში ისტორია დაიწერა - კაბო ვერდე პლეი-ოფში ითამაშებს!
H ჯგუფი მსოფლიო ჩემპიონატზე, H ჯგუფში ბოლო მესამე ტური ჩატარდა. კაბო ვერდემ საუდის არაბეთთან ფრედ 0:0 ითამაშა, 3 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში იასპარეზებს, სადაც მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება.
არგენტინისა და კაბო ვერდეს შეხვედრა 4 ივლისს, თბილისის დროით 02:00 საათზე გაიმართება.
ჰიუსტონი. „ენ-არ-ჯი სთედიუმი“ კაბო ვერდე - საუდის არაბეთი 0:0
ამავე ჯგუფის ცენტრალურ მატჩში ესპანეთმა ურუგვაი ალექს ბაენას გოლით 1:0 დაამარცხა. ურუგვაიმ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და მუნდიალს გამოეთიშა. პლეი-ოფში “ფურია როხას” მეტოქე მოგვიანებით გახდება ცნობილი.
გვადალახარა. „აკრონი“ ურუგვაი - ესპანეთი 0:1 გოლი: 0:1 ბაენა (42)